logo
ENG



თურქეთში მიწისძვრას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის სამი ბავშვია

23 თებ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 
ncrswly3v8ispae.jpg

თურქეთში მიწისძვრას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ნანგრევებშია დარჩენილი რამდენიმე ადამიანი. ვანის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ თითქმის ექვს ბალს მიაღწია. 

სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის ჯგუფებია მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით, ბიძგების შედეგად ათასამდე შენობა დაზიანდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ირანშიც, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.


close დახურვა